ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს - ირაკლი კობახიძე

13.06.23 13:20
ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს - ირაკლი კობახიძე

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ისევ იმეორებს, რომ "ევროპარლამენტარების რეზოლუციებს" ჩალის ფასი აქვს. ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია მოწოდებებმა, რომ ხელისუფლებამ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლდნენ. 

"თვითონ გვეუბნებიან ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები, რომ მაინცდამაინც ყურადღებამისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები  იმიტომ, რომ ხშირად ხდება ევროპარლამენტში ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომლებიც რეალურად არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომბსაც ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი. ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისინი არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს და არის სრულიად უსამართლო,. როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს ერთი მხრივ სააკაშვილის და გვარამიას ორი კრიმინალის გათავისუფლებას და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ჩვენთვის ბუნებრივია ვერავითარი ფასი ვერ ექნება ასეთ რეზოლუციებს" - აცხადებს კობახიძე. 

მარინა კალიურანდი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება ზედაპირულია.

კალიურანდი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, გადადონ განსხვავებები და იმუშავონ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. 

კალიურანდი ვრცელ წერილში საუბრობს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც. მისი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ, საკურნალოდ უნდა იქნას გადაყვანილი. ხოლო გვარამია საბყრობილედან უნდა გათავისუფლდეს.

 

მსგავსი სიახლეები