კეზერაშვილი ოლიგარქია, ივანიშვილზე ამის მტკიცებულება არ არსებობს - კობახიძე
"ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების ოპოზიციას ეშინია, იმიტომ, რომ მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დავით კეზერაშვილი ოლიგარქია, ხოლო, მისი თქმით, ივანიშვილზე ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
კობახიძე ამბობს, რომ თუ ევროკომისია იტყვის უარს პერსონალიზირებულ მიდგომაზე, მაშინ ამ კანონს მმართველი გუნდი გააუქმებს.
ჩვენ გვესმის ოპოზიციის შიშების ამ კანონთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს, ვინ არის ოლიგარქი და ვინ არა. მტკიცებულებებს რაც შეეხება, არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც მიანიშნებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, შესაბამისად არც მტკიცებულებები აქვთ და არც ფაქტები, ამიტომაც აშფოთებთ მათ და მათ პატრონებს ეს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ჩვენთვის პრინციპული არაა, თუ ევროკომისია იტყვის უარს პერსონალიზირებულ მიდგომაზე, ჩვენ გავაუქმებთ ამ კანონს". - ამბობს კობახიძე.
"ქართულმა ოცნებამ " დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ გააპარა. ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა გამოგზვნა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტი, რომელიც "ქართულ ოცნებას" უნდა მიეღო, „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“.
ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ "ქვეყნისთვის მთავრი პრობელმა ოლიგარქიია და პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშეა, ასევე გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე.“
ახლა "ოცნებისგან" პირდაპირ ითხოვენ, რომ ქვეყნაში რეალური დეოლიგაქრიზაცია მოხდეს, რადგან ფარატინა ფურცელზე ფორმალურად შესრულებული პირობები ევროგაერთიანების მოთხოვნა არ არის.