საერთოდ არ მაინტერესებს რა სჯერა დასავლეთს - კახა კალაძე
"ქართული ოცნება" დასავლეთს ღიად უპირიპირდება - თბილისის მერი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ "საერთოდ არ აინტერესებს, რისი სჯერათ დასავლეთში".
კახა კალაძის თქმით, "თვალში ნაცარი არ უნდა შეიყარო":
გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ამას გულწრფელად გეუბნებით. როდესაც არის მცდელობა, ნაცარი შეგაყარონ, არ უნდა შეიყარო. არ უნდა ათქმევინო თეთრზე შავი. ჩვენ იმისთვის ვართ პოლიტიკოსები, რომ როდესაც არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, მერე რა, თუნდაც დასავლელი პარტნიორი იყოს, მათაც სიმართლე უნდა ვუთხრათ, მეგობარსაც სიმართლე უნდა ვუთხრათ" - განაცხადა კალაძემ.