საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით გაოგნებული ვარ - ირაკლი კობახიძე
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გაოგნებულია. საქმე ეხება ჯეიმს ჯონსის გზავნილს, სადაც მან პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც ზურაბიშვილმა ეროვნულ ბანკის კანონში შესატან ცვლილებებს დაადო, გამაოგნებელი უწოდა.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკში ხელოვნური კრიზისის შექმნას ცდილობს, "ქართული ოცნება" კი მის გადარჩენას ცდილობს.
როგორც ვეტოს დადება ასევე საბჭოს წევრების არწარდგენა, რეალურად, შედეგად გამოიღებს ხელოვნური კრიზისის შექმნას. სწორედ ამის პრევენციას ემსახურება საბოლოო ჯამში ეს კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. რა ამოძრავებს პრეზიდენტს, ამაში შესვლა არ მინდა. ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები არის წამახალისებელი სწორედ ამ კრიზისი, რის პრევენციასაც ჩვენ მიზნად ვისახავთ. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ვეტო უნდა იყოს დაძლეული იმისთვის, რომ არავის მივცეთ ხელოვნურად კრიზისი შექმნის საშუალება ეროვნულ ბანკში. ამით ვინმე როგორ შეიძლება გაოგნდეს, ჩემთვის არის გამაოგნებელი. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეზე: იყო 3 ვიცეპრეზიდენტი და იქნება პირველი ვიცეპრეზიდენტი და ორი ვიცეპრეზიდენტი, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ მმართელი პარტია პრეზიდენტის ვეტოას დაძლევას დღეს გეგმავს.