რადიკალურმა ოპოზიციამ თავის განულებულ რეიტინგს მიხედოს - ალუდა ღუდუშაური
"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური თავს ისევ ოპოზიციას ესხმის. დეპუტატი ამტკიცებს, რომ ოპონენტების მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნა და ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგენს.
ღუდუშაური ოპოზიციას ურჩებს, თავიანთ განულებულ რეიტინგს მიხედონ.
რადიკალი ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ ყველაფერ ცუდს უსურვებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას იმისთვის, რომ როგორმე არეულობა იყოს და ამით ხელისუფლებას დაეპატრონონ, მე მათ ვურჩევდი, რომ კოვზი ნაცარში მორიგ ჯერზე ჩაუვარდებათ, თავიანთ განულებულ პოლიტიკურ რეიტინგს მიხედონ, - ამბობს ღუდუშაური.