"ოცნებას" უნდა, ეროვნულ ბანკში ისეთი ადამიანი დასვას, რომელიც ფულის გათეთრებაში ხელს არ შეუშლის - რომან გოცირიძე

13.06.23 13:49
"ოცნებას" უნდა, ეროვნულ ბანკში ისეთი ადამიანი დასვას, რომელიც ფულის გათეთრებაში ხელს არ შეუშლის - რომან გოცირიძე

დამოუკიდებელი დეპუტატი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ეროვნული ბანკის კონტროლი უნდა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" სურს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელად ისეთი ადამიანი დასვას, რომელიც მათ ფულის გათეთრებაში ხელს შეუწყობს.

მთავარი ამოცანა, როგორც ვხედავთ, არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ბოლომდე დამორჩილება. ეროვნული ბანკი ისედაც მორჩილი იყო, მაგრამ არ აკმაყოფილებდათ მისი ეს სტატუსი და უნდათ, დასვან ისეთი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, შავ საქმეს შეასრულებს, ფულის გათეთრებაში ხელს არ შეუშლის. მთელ ფინანსურ სისტემას, როგორც იტყვიან, „მოაჯდებიან“, - ამბობს რომან გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები