არ ვისაუბრებ ისეთ თემაზე, რაც არ ვიცი - კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე
არ ვისაუბრებ ისეთ თემაზე, რაც არ ვიცი - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძე ვენეციის კომისის დასკვნაზე დასმულ კითხვას.
არ გავაკეთებ ისეთ თემაზე კომენტარს, რომელიც არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია. არ მინდა თქვენც შეცდომაში შეგიყვანოთ და საზოგადოებაც. უხერხულია უბრალოდ. შეიძლება, პოლიტიკოსები ყველა თემაზე საუბრობენ, მაგრამ არ ვისაუბრებ ისეთ თემაზე, რაც არ ვიცი". - განაცხადა კალაძემ.
"ქართულმა ოცნებამ " დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ გააპარა. ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა გამოგზვნა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტი, რომელიც "ქართულ ოცნებას" უნდა მიეღო, „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“.
ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ "ქვეყნისთვის მთავრი პრობელმა ოლიგარქიია და პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშეა, ასევე გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე.“