დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გადასაგდებია, ამაზე მკაფიო დასკვნა ვერ წამომიდგენია - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გადასაგდებია და ვენეციის კომისიის დასკვნა არის ამის პირდაპირი მტკიცებულება.
ამ კანონის მიღება არ შეიძლება. ეს კანონი არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს, რაც აქვს ევროკავშირს. ამაზე მკაფიო დასკვნა და ამაზე პირდაპირი ნათქვამი, მე ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს. ამიტომ, კანონპროექტი, რაც არის რეგისტრირებული, ჩავთვალოთ, რომ გადასაგდებია. სისტემური მიდგომა უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის კუთხით". - ამბობს ვაშაძე.
"ქართულმა ოცნებამ " დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ გააპარა. ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა გამოგზვნა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტი, რომელიც "ქართულ ოცნებას" უნდა მიეღო, „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“.
ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ "ქვეყნისთვის მთავრი პრობელმა ოლიგარქიია და პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშეა, ასევე გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე.“