პროფესორი ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელია - მათიკაშვილი

13.06.23 14:12
პროფესორი ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელია - მათიკაშვილი

ფსკერს ქვემოთ დაშვება უწოდა "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძეზ რუსული რუბლების დაყრას.

მისი თქმით, ეს კრებსითმა ფრანკლინის კლუბმა სცადა და თქვა, რომ კლუბი ლანძღავს და დასცინის ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიასა თუ სამშობლოს. 

მათიკაშვილის განცხადებით, პროფესორი ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელია და მისი შრომები სანიმუშო მაგალითად დარჩება.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ყოვლად სამარცხვინო ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ორიოდე დღის წინ. ბოლშევიზმის და ულტრა ლიბერალური ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში ირაკლი კობახიძესთან უღირსი მოქცევა სცადა კრებსითმა ფრანკლინის კლუბმა. იმ ფრანკლინის კლუბმა, რომელმაც შეგნებულად თუ უვიცობით ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან დამწერლობას და ანბანს, ლანძღავს და დასცინის ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიასა თუ სამშობლოს. სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის უფრო სწორად კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა, არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება იმისთვის, რომ რადიკალიზმის ბოროტ სულისკვეთებაში კარგად გაერკვეს, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვით ცდილობს საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზაციას", - თქვა მათიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები