ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში გაემგზავრა

13.06.23 14:35
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა - მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი 14 ივნისს, ბრიუსელში ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

"ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“." აცხადებს მთავრობა

მსგავსი სიახლეები