ვინც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, აბასთუმანში, ივანიშვილის დავალებით ადამიანები საკუთარ სახლებში არ შეუშვეს - დეკანოიძე

13.06.23 15:08
ვინც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, აბასთუმანში, ივანიშვილის დავალებით ადამიანები საკუთარ სახლებში არ შეუშვეს  - დეკანოიძე

ხატია დეკანოიძის თქმით, ვინც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, უნდა გაიხსენოს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც აბასთუმანში, ივანიშვილის დავალებით ადამიანები საკუთარ სახლებში არ შეუშვეს.

დეკანოიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ დეოლიგარქიზაციის პუნქტებზე საუბრისას, ყველამ თავის მოტყუებას უნდა დავანებოთ თავი.

დეოლიგარქიზაცია "ქართული ოცნების" პირობებში ვერ მოხერხდება. რამდენიმე დღის წინ, აბასთუმანში, ივანიშვილის პირადი დავალებით ადამიანები არ შეუშვეს საკუთარ სახლებში. აურას უბინძურებენ ოლიგაქრს, თუ საერთოდ რა საფრთხეს ხედავს ხანშიშესული ქალებიდან, კაცებიდან და უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებიდან. ამიტომ, ვინც დეოლიგარქიზაციის პუნქტებზე საუბრობს, ყველამ თავის მოტყუებას უნდა დავანებოთ თავი". - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები