ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი - მდინარაძე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ეთანხმება

13.06.23 15:23
ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი - მდინარაძე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ეთანხმება

მმართველი პარტიის დეპუტატები ვენეციის კომისიის დასკვნის სულისკვეთებას არ იზიარებენ.

იგულისხმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ვენეციის კომისიის იმ ნაწილში, სადაც საუბარია პოლიტიკური მანდატის არმქონე პირის პოლიტიკურ გავლენებზე - მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კომისიის ამ ნაწილს არ ეთანხმება, რადგან მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

ვენეციის კომისიის დასკვნის რაღაც სამოტივაციო ნაწილის ერთ-ერთი ჩანაწერს ნამდვილად არ ვეთანხმები, იქიდან გამომდინარე რომ ზოგადად მინიშნებაა და არც კონკრეტულია და არც ზოგადია. ვიღაცა ავტორს შეიძლება რაღაცის მინიშნების გაკეთება უნდოდა, მაგრამ მინიშნებასაც რომ ჩავყვეთ, მტკიცებულებები არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის ოლიგარქი და ოლიგარქები არიან სხვები, სამწუხაროდ, მაგრამ არცერთ მათგანს საბედნიერო, მაგალიტად პარლამენტზე და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს, იმიტომ, რომ მათი აგვლენის აგენტები არიან ოპოზიციაში". - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები