არ შეიძლება, ხდებოდეს ბავშვებზე ლგბტ თემით პროპაგანდა - ქადაგიშვილის თავდასხმა პარტნიორებზე

13.06.23 15:27
არ შეიძლება, ხდებოდეს ბავშვებზე ლგბტ თემით პროპაგანდა - ქადაგიშვილის თავდასხმა პარტნიორებზე

"არ შეიძლება ხდებოდეს ბავშვებზე და მოზარდებზე ზემოქმედება ამ თემებით,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. სასესიო სხდომაზე დეპუტატმა მმართველი გუნდის პროპაგანდა გააგრძელა და დასავლეთი დაადანაშაულა, რომ თითქოს პარტნიორები სტატუსის სანაცვლოდ ლგბტ თემის პროპაგანდას ითხოვს.

„ჩვენ ვართ ალბათ უკვე არა ხელისუფლება, არამედ ის საზოგადოება, რომელიც ამ ტოლერანტობს და  ამ სამართლიანი მიდგომის პარალელურად ხაზს ვუსვამთ იმას, რომ არ შეიძლება ხდებოდეს ბავშვებზე და მოზარდებზე ზემოქმედება ამ თემებით. ვფიქრობ, რომ ალბათ ამ საკითხში მაინც ვიქნებით ამ დარბაზში ორივე მხარეს მჯდომი ადამიანები ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული, რომ არ შეიძლება ეს საკითხი, რომელიც არის ფაქიზი, ინდივიდუალური ამის პროპაგანდა და თავს მოხვევა ხდებოდეს მოზარდებზე და ხდებოდეს ბავშვებზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკვე მეორე დღეა, ქართული ოცნება დასავლეთზე მორიგ შტურმს ახორციელებს,. მას შემდეგ, რაც ვენეციის კომიისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და მიიღო მითითება, რომ კანონი ამ სახით არ უნდა მიიღოს საქართველომ, მმართველი გუნდი დასავლეთს ლგბტთემის პროპაგანდას აბრალებს და თავს ამით იცავს. გარდა ამისა, ქართულ ოცნებას მორიგ ჯერზე უწევს ევროპარლამენტარების კრიტიკის მოგერიება. ამჯერად 12 პუნქტის ზერდაპირულად შეესრულებაში ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ამხელს სახელისუფლებო გუნდს.

მსგავსი სიახლეები