ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი ივანიშვილია - მესამე სექტორი

13.06.23 15:34
ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი ივანიშვილია - მესამე სექტორი

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით "ქართულ ოცნებას"  მესამე სექტორიც მიმართავს. იურისტები და უფლებამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ კომისია საქართველოში არაფორმალურ მმართველოაბაზე პირდაპირ მიანიშნებს და ოლიგარქის  გავლენების შესასუსტებლად რეფორმებს ითხოვს.

აშკარად ჩანს, რომ თავიდანვე საქართველოს მთავრობას ჰქონდა ეს მიდგომა, რომ მათ მიეღოთ კანონი არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომელსაც ისინი თვითონ, „ქართული ოცნება“, ჩათვლის, რომ არის ოლიგარქი. დეოლიგარქიზაცია ჩვენი ქვეყნის ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ მთავარი ოლიგარქი და ერთადერთი ოლიგარქი ჩვენ გვყავს ივანიშვილი. ამაზე საუბრობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, ძალიან ხშირად ევროპარლამენტის განხილვებშიც გვხვდება, რომ ზუსტადაც ივანიშვილს გულისხმობენ, როდესაც ასქართელოს დეოლიგარქიზაციაზე არის საუბარი, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

 

ISFED-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანა 12 რეკომენდაციიდან 11 ზედმიწევნით შეასრულებს, ოლიგარქია ქვეყანაში თავისთავად შემცირდება

დასკვნა უნდა იყოს გათვალისწინებული და თუკი საზოგადოებას არ ახსოვს, შევახსენებ, რომ გასულ წელს, როდესაც 12 პრიორიტეტი იქნა გაწერილი საქართველოსთვის, ჩვენ მაშინ, სამოქალაქო საზოგადოებამ სწორედ ეს ვთქვით, რომ საქართველოს არ სჭირდება კანონმებლობა იმისთვის, რომ ოლიგაქრიული მმართელობა შემცირდეს. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი დანარჩენი 11 პუნქტი ეფექტურად შესრულდება, თავისთავად, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიის გავლენა შემცირდება. ნებისმიერი პუნქტის არშესრულება, პირიქით, შეაფრეხებს ჩვენი კანდიდატის სტატუსს და არ იქნება დადებითი. ცხადია, რომ ევროკავშირის დაეყრდნობა ვენეციის კომისიის დასკვნას ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - ამბობს ნინო დოლიძე.

უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი  კი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშინ ევროკომისიის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. 

თუკი ხელისუფლებას სურს, რომ ერვოკავშირის ინსტიტუტებს და ევროკავშირს მიეცეს ეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ დაკსვნაშია მოცემული. ამ დაკსვნაში ამ ეტაპზე წერია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხს ეს კანონი ვერ მოაგვარებს და კანონი არ უნდა იქნეს მიღებული, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები