მკვლელობა სანადირო თოფით - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

13.06.23 15:32
მკვლელობა სანადირო თოფით - პროკურატურამ დაკავებულს ბრალი წარუდგინა

მკვლელობა სანადირო თოფით ლილოს დასახლებაში - დაკავებულს ბრალი წარედგინა.

განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, თბილისში, პატარა ლილოს დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, სანადირო თოფით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 
სამართალდამცველებმა ბრალდებული  იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მსგავსი სიახლეები