"ოცნების" დესტრუქციული ნაბიჯები ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის აშორებს - ბადრი ჯაფარიძე

13.06.23 16:46
"ოცნების" დესტრუქციული ნაბიჯები ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის აშორებს - ბადრი ჯაფარიძე

რატომ აგრძელებს "ქართული ოცნება" პარტნიორებზე თავდასხმას - „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მმართველი ძალის აგრესიულ რიტორიკას ერთადერთ მთავარ ახსნას უძებნის. ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს 12 რეკომენდაციის შესრულება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

ძალიან მარტივია ამის ახსნა, თუ რატომ აქვს ქართულ ოცნებას ასეთი ხისტი და აგრესიული პოლიტიკა, იმიტომ, რომ მათ დაინახეს რეალობა და რეალობა არის ის, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა შესრულდეს და უნდა შესრულდეს ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად და არა „ქართული ოცნების“ ლიდერების სტანდარტის შესაბამისად, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია ევროკავშირისა და ევროპული სტანდატისგან. ამიტომ ახლა ფიქრობენ, რომ შანტაჟის ენით საუბარი და აგრესიული რიტორიკა შეიძლება იყოს შედეგის მომტანი მათთვის, რაც ვფიქრობ არის კიდევ ერთი დიდი შეცდომა და ეს ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან და დესტრუქციული ნაბიჯები, რომელსაც ისინი დგამენ, პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე „ქართული ოცნების“ ნაბიჯები უფრო მეტად დესტრუქციული იქნება, რადგან სახელისუფლებო ძალა ცდილობს, ნულამდე დაიყვანოს სტატუსის მიღების შესაძლებლობა. ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ გამოსავალი არჩევნებით ხელისუფლების გადაბარება და ორპულისიანობის დამსხვრევაა.

უკვე მეორე დღეა, ქართული ოცნება დასავლეთზე მორიგ შტურმს ახორციელებს,. მას შემდეგ, რაც ვენეციის კომიისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და მიიღო მითითება, რომ კანონი ამ სახით არ უნდა მიიღოს საქართველომ, მმართველი გუნდი დასავლეთს ლგბტთემის პროპაგანდას აბრალებს და თავს ამით იცავს. გარდა ამისა, ქართულ ოცნებას მორიგ ჯერზე უწევს ევროპარლამენტარების კრიტიკის მოგერიება. ამჯერად 12 პუნქტის ზერდაპირულად შეესრულებაში ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ამხელს სახელისუფლებო გუნდს.

მსგავსი სიახლეები