პარლამენტში ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
შენიშვნებს დეპუტატებს საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს.
სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, ვეტო დაადო.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.
"ქართულ ოცნებაში" ზურაბიშვილის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებენ და ვეტოს დასაძლევად ემზადებიან.
მსგავსი სიახლეები
ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის - SJC
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქმნის რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს