ამოცანა უნდა იყოს ორპოლუსიანობის დამსხვრევა - "ლელო" წინასაარჩევნოდ ენმ-სთან კოალიციას გამორიცხავს

13.06.23 16:49
ამოცანა უნდა იყოს ორპოლუსიანობის დამსხვრევა - "ლელო" წინასაარჩევნოდ ენმ-სთან კოალიციას გამორიცხავს

"ლელო" წინასაარჩევნოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას გამორიცხავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ორპოლუსიანი ველის შენარჩუნება მხოლოდ მმართველ გუნდს აწყობს.

კოალიციური მთავრობები იქმნება არჩევნების შემდგომ და არა არჩევნებამდე. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ორპოლუსიანობის დამსხვრევა, მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ველის შექმნა, პროევროპული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდგომ, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რომელსაც დააყენებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ძალიან სწრაფად მოვძევბნით კოალიციურ პარტნიორებს, რომლებისთვისაც სწორედ ის იქნება პრიორიტეტი, რომ ქვეყანამ იაროს სწრაფი ნაბიჯებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ჯაფარიძემ "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში". 
 

მსგავსი სიახლეები