მაღაროელები უკან დახევას არ აპირებენ - ჭიათურა პროტესტის ეპიცენტრია

13.06.23 17:10
მაღაროელები უკან დახევას არ აპირებენ - ჭიათურა პროტესტის ეპიცენტრია

ჭიათურა კვლავ პროტესტის ეპიცენტრია. პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადასული მაღაროელები შიმშილობის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

პარალელურად, პარალიზებულია ქალაქი, სადაც მსვლელობა - სოლიდარობის მარში მოეწყო იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც უკვე მერვე დღე ქუჩაშია გამოსული და მიწის ქვემოთ ჩასვლაზე უარს აცხადებს.

ჭიათურაში იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორიც, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა.

ჩვენმა თანამშრომლებმა, ჩვენმა თანამებრძოლებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას. კომპანია არ წამოვიდა არანაირ დათმობაზე. არავითარი შემოთავაზება მათგან არ გვქონია. 10 მოშიმშილე უკვე მეორე დღეა შიმშილობას. პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები". - ამბობს გაფიცული მაღაროელი.

ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მშრომელთა უფლებები დაცული იყოს. 

პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც შეთანხმება ვერ შედგა. მაღაროებელები  12 %-ით ხელფასების ზრდას  ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები