"ოცნება" პრეზიდენტს აშანტაჟებს - ზურაბიშვილი კი მხილებას აანონსებს

13.06.23 17:16
"ოცნება" პრეზიდენტს აშანტაჟებს - ზურაბიშვილი კი მხილებას აანონსებს

ვინ და რა ფორმით აშანტაჟებდა საქართველოს პრეზიდენტს - საპარლამენტო ტრიბუნიდან "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის ზეწოლაში დღეს კიდევ ერთხელ ამხილეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ქართულ ოცნებას ამხელს და პრეზიდენტის მიმართ ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მსხილაძე ამტკიცებს, რომ მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილს აიძულებდა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე და თუ ამას არ დაემორჩილებოდა, მმართველი გუნდი პრეზიდენტს პასუხს გასცემდა.

გიორგი მსხილაძემ დაანონსა, რომ თავად პრეზიდენტი თავად ისაუბრებს თუ რა ფორმით ცდილობდა "ქართული ოცნება" მის წინააღმდეგ შანტაჟს და ზეწოლას.

მოგიწოდებთ არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და არ მიიღოთ კანონი, რომელიც დააზიანებს ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია, რომ არ დავძლებთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს,. როლმელიც შეთანხმებული იყო და აშ. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ალვბათ ამას თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ამაზე“ - განაცხადა გიორგი მსხილაძემ. 

მსგავსი სიახლეები