"ოცნების" დეოლიგარქიზაციის კანონი - ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა დადო
ივანიშვილის დასაცავად დაწერილი დეოლიგარქიზაციის კანონი - ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა დადო. კომისიამ "ქართულ ოცნებას" მკაფიოდ განუმარტა, ვინ არის ოლიგარქი: პოლიტიკური მანდატის არმქონე პირი, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკურ პროეცსებზე, მედიაზე, სასამართლოზე, და სახელმწიფო უწყებებზე.
ამის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნაში ივანიშვილი ვერ ამოიკითხა და ოლიგარქად ისევ დავით კეზერაშვილს აცხადებს. მმართველი გუნდი კანონპროექტის მიღებას მაინც გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ინიცირებული ვერსია ევროკომისიაშიც დახარვეზდება, მაშინ ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საერთოდ უარს იტყვის, ანუ ევრორეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი შეუსრულებელი დარჩება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.