ვნახოთ, ეს ნამდვილი დაპირისპირებაა თუ ზოგადად, თამაშია - რაქვიაშვილი პრეზიდენტისა და ოცნების დაპირისპირებაზე
„ვნახოთ, ეს ნამდვილი დაპირისპირებაა თუ ზოგადად, თამაშია და ეს, რაც ხდება ვეტოს დაძლევა, ამ თამაშის ნაწილია,“ – ეს განცხადება გირჩის წევრმა ალექსანდრე რაქცვიაშვილმა ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
დეპუტატი პრეზიდენტის ვეტოს და ქართული ოცნების შანტაჟის მცდელობას დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ეხმაურება და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა დაიცვას.
დეპუტატის შეფასებით, ქართული ოცნების მცდელობა, რომ ეროვნულ ბანკში სასურველი კადრი დანიშნოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც გაუფუჭებს ქვეყანას ურთიერთობას.
რადგან ასე სწრაფად მიუდგნენ ამ საკითხს, ეს ნიშნავს რომ მართლა აპირებენ მესტვირიშვილის ჩანაცვლებას და გასაგებია, რომ ნათია თურნავაზეა საუბარი. ალბათ, როგორც კი ვეტოს დაძლევენ, შეიძლება ვიხილოთ უახლოეს პერიოდში რომ შეიცვლება ეროვნული ბანკის მართველი. ეს მოხდება პერსონალიების დონეზე, რა მოხდება პოლიტიკის დონეზე, არ ვიცი. მათ შორის, ერთ-ერთი მხარე საერთაშორისო სავალუტო ფონდია, რომელიც მესტვირიშვილს უჭერს მხარს, შინაარსობრივად ასე გამოდის, ყოველ შემთხვევაში და მათთან გაფუჭებული ურთიერთობა, ნიშნავს იმას, რომ მათ შორის მთავრობა ბევრად უფრო მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს თავის საქმეს,“ - განაცხადა ალექსანდრე რექვიაშვილმა.