ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდება უნდა ოცნებას - ბეჟაშვილი

13.06.23 18:46
ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდება უნდა ოცნებას - ბეჟაშვილი

„ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს კლანური მმართველობის შინაარსს. მათთვის მთავარია ხელისუფლების შენარჩუნება“, - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

ლევან ბეჟაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში დაჩქარებულ ტემპში მიმდინარე მოვლენები ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ მმართველმა გუნდმა პოზიციები გაიმყაროს ეროვნულ ბანკში.

ვეტოსთან დაკავშირებით ოპოზიციის მიდგომა ცხადია, ვერ დავუჭერთ მხარს ვეტოს დაძლევის საკითხს. ოპოზიცია პრეზიდენტის შენიშვნებს ეთანხმება და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდება უნდა ოცნებას... მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ კიდევ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა გადავიდეს ქართული ოცნების სრული კონტროლის ქვეშ და კიდევ ერთი ინსტიტუცია უნდა მიიტაცოს, იქ, სადაც სერიოზული ფულადი, ფინანსური ნაკადები არის, პრაქტიკულად ფულად საკრედიტო პოლიტიკა კიდევ ხელში უნდა ჩაიგდოს ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები