ტორტი, მაფინები და შოკოლადი - სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ 2 კვირაში ბიუჯეტიდან მლნ დახარჯეს
სახელმწიფო უწყებებმა დროსტარებაში მხოლოდ 13 დღეში ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დახარჯეს. ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ ეს წარმომადგენლობითი ხარჯია.
მაგალითად, ყვარლის მუნიციპალიტეტმა 4 ათას ლარად 31 კილოგრამი შაქარი, 200 ფილა შოკოლადი და წვენები შეიძინა . იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელი შორს არ წასულა და იქვე მდებარე მაღაზია "ორ ნაბიჯში" ყავა და ჩაი 1400 ლარად იყიდა.
სხვებს არც აბაშის მუნისციპალიტეტი ჩამორჩა და ბიუჯეტის ფულით ტორტი, პიცა და სულგუნი შეუკვეთა, დესერტად კი - მაფინები. ამას ემატება ათასობით ლარი სასტუმროებსა და ავიაბილეთებზე. "ქართული ოცნების" პარტაქტივის კარგი ცხოვრებისთვის კი ფულს ხალხი იხდის.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის - SJC
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქმნის რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს