"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია

13.06.23 19:42
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მმართველი გუნდისთვის „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშნვნები კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. 

საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს დაძლევის მიზნით დილიდან პარლამენტში სრული მობილიზება ჰქონდა გამოცხადებული და სალომე ზურაბიშვილს მწვავედ აკრიტიკებდნენ ვეტოს გამოყენების გამო. პრეზიდენტს დეპუტატებისგან მისი საპარლამენტო მდივანი იცავდა. გიორგი მსხილაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ქართული ოცნბა პრეზიდენტის შანტაჟსა და დაშინებაში ამხილა და დააანონსა, რომ დეტალებზე უფრო მეტს სალომე ზურაბიშვილი თავად ისაუბრებს.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით ქვეყანას პოლიტიკური და ფინანსური ზიანი მიადგება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სურს სასურველი კადრი შეიყვანოს ეროვნულ ბანკში და პირდაპირ ასახელებენ ნათია თურნავას კანდიდატურას.

მსგავსი სიახლეები