დავით არახამია "ოცნებას" მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული რუსული აქტივები გაყინოს

13.06.23 20:28
დავით არახამია "ოცნებას" მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული რუსული აქტივები გაყინოს

დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული რუსული აქტივები გაყინოს. პოსტს სოციალურ ქსელში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი კანადის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აქვეყნებს და "ქართულ ოცნებას" ურჩევს, კანადის მაგალითი გაიზიაროს, რომელმაც რუსული აქტივების სრული კონფისკაცია მოახდინა. ეს თანხა კი მომავალში უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

კარგი იქნებოდა მსგავსი სოლიდარობა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა, თუმცა გვესმის, რომ ამის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. იმედი მაქვს, დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართელოსთვის,  -  წერს არახამია.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ მსგავს ნაბიჯს მოქმედი ხელისუფლებისგან არ უნდა ველოდოთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბებნ, რომ ნულოვანი შანსია, "ოცნებამ" უკრაინის ხელისუფლებას მოუსმინოს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები