დეოლიგარქიზაციის კანონით "ოცნება" სამართლებრივ დევნას გეგმავს - სამადაშვილი

13.06.23 21:22
დეოლიგარქიზაციის კანონით "ოცნება" სამართლებრივ დევნას გეგმავს - სამადაშვილი

„ვენეციის კომისიამ პირდაპირ უთხრა ოცნებას, რომ თქვენ აპირებთ პოლიტიზირებული, სამართლებრივი დევნის წარმართვას და გეუბნებით, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღოთ“, - ასე განმარტავს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილის ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას და ქართული ოცნების ხისტ პასუხს.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც ვენეციის კომისიამ ასე დეტალურად განმარტა, ვინ მოიაზრება ოლიგარქად.


რეალურად, რა გვითხრა ჩვენ ევროკავშირმა - გვითხრა, რომ თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია - პარლამენტი, ყველაფერი, პროიკურატურა, მიტაცებული აქვს ოლიგარქიულ ინტერესებს და ამ შემთხვევაში, სხვას ვერავის იგულისხმებს ევროკავშირი, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პროექტი: პრემიერმინისტრი არის მისი ყოფილი თანაშემწე, მთავრობის წევრები ძირითადად დაკომპლექტებულია მისი გარემოცვიდან და ჩვენ გვითხრა ვენეციის კომისიამ, რომ ფარულად რომ იმართება თქვენი ქვეყანა ოლიგარქის მიერ საკუთარი საცეცების მიერ, ეს რომ შეიცვალოს, ამიტომ იცით რა უნდა გააკეთოთ? ევროკავშირის ყველა სხვა მოტხოვნა რომ არის იმ 12 პუნქტში - სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ეს ყველაფერი უნდა გააკეთოტ და ეს იქნება დეოლიგარქიზაცია სწორედ სისტემური“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 


სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონს კრიტიკულად განწყობილი არხების და ოპონენტების დასასჯელად გამოიყენებს და ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევაჭრება.

მსგავსი სიახლეები