ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას რეკომენდაციები გადაახია - ანი წითლიძე
„ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას რეკომენდაციები გადაახია“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცების შესახებ.
ანი წითლიძისთვის წარმოუდგენელია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის რეალურად შესრულება მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჰყავს დაკომპლექტებული როგორც ქართული ოცნების გუნდი, ისე მთავრობის კაბინეტი.
ხელისუფლებამ, რომელსაც სურს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ვენეციის კომისიას იქით გადაახია თავისი რეკომენდაციები. ჩუმად მიიღო კანონპროექტი ისე, რომ ოპოზიცია დარბაზიდან გამოსულები ვიყავით. ამით დემონსტრაციულად ანახეს, რომ არანაირი 12-პუნქტიანი ვალდებულების შემსრულებლები არ არიან და ამ ხელისუფლების მიზანი არ არის ამ ევროკავშირის კანდიადტის სტატუსის მიღება და პროპაგანდასააც ამზადებენ იმისთვის, რომ თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, რა უნდა იყოს პროპაგანდა და ჰგონიათ რომ ეს საქართველოს მოქალაქეებზე იმოქმედებს,“ - განაცხადა ანი წითლიძემ.