ქართული ოცნებისთვის ივანიშვილი ღმერთია - ხატია დეკანოიძე

13.06.23 21:38
ქართული ოცნებისთვის ივანიშვილი ღმერთია - ხატია დეკანოიძე

„წვრილმანი აფერისტობის გარდა, რომელიც დღეს ჩაიდინეს, ეს არის მიზანმიმართულად დემონსტრაცია იმის, რომ ისინი არ აპირებენ ტექნიკური შინაარსის რეკომენდაციების გათვალისწინებასაც,“ - ეს განცხადება დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დეოლიგარქციზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცების შეფასებისას გააკეთა.
ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ ივანიშვილი ქართული ოცნებისთვის არა ოლიგარქი არამედ ღმერთია. რაც შეეხება ბოლო პერიოდში დაწყებულ პროპაგანდას, სადაც ოლიგარქთა სიაში ივანიშვილის ნაცვლად, დამოუკიდებელი მედიის მენეჯერი, ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელია, ხატია დეკანოიძისთვის, ეს კრიტიკული მედიის მიზანმიმართული დევნაა.

მაშინაც ღიად ამბობდნენ, რომ ეს არ ეხება ბიძინა ივანიშვილს და რა თქმა უნდა, არც შეეხერბა და ეს ეხება იმ ადამიანებს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის დედას, ჩამოთვალეს კომიტეტზე. ჩემი მოსაზრებით ვატო არ არის ამ ჩამონათვალში შემთხვევით, ამ ადამიანის ნაწილს, ვინც არიან, დიდი ხანია ამოღებული ჰყავთ პროპაგანდაში, ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი მედიის კონტექსტში, ვფიქრტობ, რომ ძალიან მიზანმიმართულად არის შერჩეული. ამიტომ, ახლა ბიძინა ივანიშვილი მათთვის ვინ არის, მათვის არა ოლიგარქი, არა უფროსი, მათთვის ღმერთია ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
 

მსგავსი სიახლეები