კარმა არის ოხერი და, საბოლოო ჯამში, "ოცნებას" გაასამართლებენ - ხვიჩია დეოლიგარქიზაციაზე
„მე მჯერა, რომ კარმა არის ოხერი და, საბოლოო ჯამში, ქართულ ოცნებას გაასამართლებენ ამ კანონით,“ - ასე აფასებს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, ქართული ოცნება ამ კანონის მიღებით, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს დააზიანებს.
მე მჯერა, რომ კარმა არის ოხერი და, საბოლოო ჯამში, ქართულ ოცნებას გაასამართლებენ ამ კანონით, აქამდე მივა ეს საქმე საბოლოო ჯამში. ცნობილი რეჟისორის ნათქვამის არ იყოს, თოფს, რომ სადღაც ჩამოკიდებ, ის აუცილებლად გაისვრის ბოლოში და ჩემზე ყველაზე ნაკლებად გავრცელდება დეოლიგარქიზაციის კანონი. ნეტავ, ვრცელდებოდეს ჩემზე, ნეტავ ჩემი მდგომარეობა და ჩემი პარტიის ისეთი იყოს, რომ ვრცელდებოდეს. პირველი ვისზეც დეოლიგარქიზაციაზე ახსენდება ამ ქვეყნის მოსახლეობას ის ბრძენი კაცი ახსენდება, მერე შეიძლება მოვიდეს კეზერაშვილიც, ხაზარაზეც. ასეთ კანონს ღებულობ, სადაც პირველი შენ ახსენდები და ამ კანონით კარგს არაფერს არ ამნბობ შენთვისვე, როგორ ავუკრძალოთ ქოცებს ამ კანონის მიღება, მიიღონ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.