მმართველი გუნდი რუსი პროპაგანდისტების ენით საუბრობს - სამადაშვილი "ოცნების" ახალ პროპაგანდისტულ ხაზზე

13.06.23 21:55
მმართველი გუნდი რუსი პროპაგანდისტების ენით საუბრობს - სამადაშვილი "ოცნების" ახალ პროპაგანდისტულ ხაზზე

„ქართული ოცნება დღეს საუბრობს სურკოვის და რუსი პროპაგანდისტების ენით“, - ასე აფასებს სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების მორიგ პროპაგანდას, რომ თითქოს პარტნიორები სტატუსის სანაცვლოდ ლგბტ თემის პროპაგანდას ითხოვს.

სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ევროკომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, რის გამოც, საფრთხე იზრდება, რომ წელს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიამ გადაწყვეტილება არ გამოაცხადოს. ამ საფრთხეს ხვდება "ქართული ოცნება" და სწორედ ამიტომ დაიწყო ახალი პროპაგანდისტული ხაზი ლგბტ თემის ირგვლივ.

ევროკავშირის მოთხოვნებს არაფერი საერთო არ აქვს ლგბტ თემებთან. მოთხოვნები არის მურუსიძის კლანის დაშლა... კორუფცია - ქვეყანაში უნდა გქონდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება. ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, თავისუფალ არჩევნებს. უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუციები, მაგრამ ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ხალხი ამ მოტხოვნებს არასდროს შეასრულებს, რადგან ეს მოთხოვნები ნიშნავს იმას, რომ ის, რა ტოტზეც ზის ქართული ოცნება, გადახერხოს და ჩამოვარდეს, იმიტომ, რომ ამ რეფორმის განხორციელება ამ რეჟიმის პირობებში არის წარმოუდგენელი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები