მხარდაჭერა ლაზარე გრიგორიადისს - 20 ივნისს მასშტაბური აქცია გაიმართება

13.06.23 22:37
მხარდაჭერა ლაზარე გრიგორიადისს - 20 ივნისს მასშტაბური აქცია გაიმართება

მარტის აქციების დროს დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი და მისი გულშემატკივრები 20 ივნისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ. ახალგაზრდების თქმით, აქციის მთავარი მიზანი ქართული ოცნების რუსული კურსის გაპროტესტება იქნება. 
აქციის ორგანიზატორების თქმით, ლაზარეს მამის მიერ დადგმული კარავი პარლამენტის უკან რჩება და სურვილის შემთხვევაში ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებთან.

ლაზარეს სასამარტლოს მერე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისს ჩავნიშნოთ ფართომასშტაბიანი აქცია. აქციის მთავარი მიზანი იქნება, რომ ჩვენ არ ვემხობით ქართული ხელისუფლების პოლიტიკას და ჩვენ არ ვისწრაფით რუსეთისკენ. დღევანდელი ხელისუფლწება გვაშორებს ყოველდღიურად ევროპულ კურსს. ჩვენ აქ გვაქვს კარავი გაშლილი და ეს კარავი არის სიმბოლური. შეგვიძლია ამ კარავს დიპლომატიური კარავიც ვუწოდოთ - მზად ვართ ამ კარავთან მოვიწვიოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი - ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის სახელისუფლებო პარტიიდანაც თუ ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ ქვეყანა ევროპულ კურსზე დააბრუნოს, მზად ვართ მოვიწვიოთის პიროვნებაც, მოვუსმინოთ და ერთად შევიმუშაოთ გეგმა, რომელიც ქვეყაანს ევროპულ კურსზე დააბრუნოს,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 
 

მსგავსი სიახლეები