ლაზარეს დაკავება პოლიტიკურია და შესაბამისად, ეს უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად - ჩერგოლეიშვილი
„ლაზარეს დაკავება პოლიტიკურია და შესაბამისად, ეს უნდა გადაწყდეს პოლიტიკურად,“ - ეს განცხადება თამარ ჩერგოლეიშვილმა რეაქციაში გააკეთა.
თამარ ჩერგოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ჩერგოლეიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილოს მისი საქმე.
ამ ცირკიდან, რაც დღეს გაიმართა ლაზარეს თავს და რაც უკვე, რამდენიმე თვეა მის თავს ხდება, რომ ჯერ გამოაცხადეს დამნაშავედ, შერაცხეს სატანისტად, ორიენტაცია არეულად, გამოიყენეს ყველა სტიგმა მის წინააღმდეგ, რითიც შეიძლება მისი დისკრედიოტაცია მოეხდინათ. დღეს სასამართლო პროცესზე გაირკვა რომ მანქანა, რომლის დაწვასაც ედავებიან, ექსპერტმა კვალიკ კი ვერ აღმოაჩინა ნავთობპროდუქტის ზედ და შემდეგ წარმოადგინეს პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ სამსახურებრივ მანქანაში დატოვა, რომელიც იდგა ტერიტორიაზე, აქციაზე, სადაც არეულობა ხდებოდა, დატოვა თავისი ქონება - 2300 ლარიოანი საათი და 1300 ლარიანი სათვალე. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ სასამართ ვლოდან რაიმე მოლოდინის შექმნა სისულელეა,“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.