ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი დაიწყო - რა აქვს სათმელი ირაკლი ღარიბაშვილის დასავლელი პარტნიორებისთვის?

14.06.23 11:16
ბრიუსელში პრემიერის ვიზიტი დაიწყო - რა აქვს სათმელი ირაკლი ღარიბაშვილის დასავლელი პარტნიორებისთვის?

ბრიუსელში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღრაბაშვილი  პირველ შეხევდრას  შარლ მიშელთან გამართავს. ევროპული საბჭოს პრეზინტს ღარიბაშვილი  თბილისის დროით 14:30 შეხვდება.  

პრემიერი ასევე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისაც. ვარჰეი იმედოდნებს, რომ უმაღლეს თანამდებობეს პირებს შორის შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. 

მე მოხარული ვარ, რომ კონტაქტებნი უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის აქტიურია და მაქვს ნაყოფიერი დისკუსიის მოლოდინი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ მიშელს შორის, - ამბოლბს ვარჰეი. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ დღეს ოლიგარქის ხელისუფლება პარტნიორებისგან ბოლო გაფრთხილებას მიიღებს. "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ანტიევროპული განცხადებების ფონზე მხოლოდ ვიზიტები მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.

როდესაც აქ, ქვეყანაში შიგნით ანტიევროპული განცხადებები კეთდება და ანტიევროპული ნაბიჯები გადაიდგმება, ვიზიტები არ შველის მდგომარეობის და ვითარების გაუმჯობესებას, - ბადრი ჯაფარიძე.
 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ ირაკლი ღრაიბაშილის მსგავს ვიზიტებს მხოლოდ საკუთარი დეზინფორმაციის კამპანიისთვის იყენებს და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. 

მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს ამ ვიზიტებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მოსახლეობა და ადამიანები, ვისაც „ქართული ოცნების“ პროევროპულობის სჯერა, რამენაირად მოატყუოს, ფოტოები გადაიღოს, თქვას, რომ ბევრგან ვიყავი. რამდენიმე კვირაა დარჩენილი იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ითხოვენ ადამიანური, ნორმალური, გასაგები ენით. თუ ქმედითი ნაბიჯები არ იქნება, ამ შეხვედრებს ფასი არ აქვს. ერთადერთი რისთვისაც იყენებს, თავისი დეზინფორმაციის კამპანიისთვის, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
 

ირაკლი ღრაიბაშილსა და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ გაკეთდება, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული დღის წესრიგით დგინდება, რომ პრემიერი ბრიუსელში  კულტურის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. 

მსგავსი სიახლეები