"ოცნებამ" კენჭისყრა პარქტიკულად ქურდულად ჩაატარა - დავით უსუფაშვილი

14.06.23 12:50
"ოცნებამ" კენჭისყრა პარქტიკულად ქურდულად ჩაატარა - დავით უსუფაშვილი

"ოცნებამ" კენჭისყრა პარქტიკულად ქურდულად ჩაატარა - ასე აფასებს "ლელოს" წევრი, დეპუტატი დავით უსუფაშვილი მმაღთველი პარტიის გადაწყვეტილებას. 

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება საჭირო არ არის: 

"საჭირო არაა ამ ტიპის კანონის მიღება, რომელზეც ვენეციის კომისიამაც გვითხრა, რომ ეს არ სჭირდება ქვეყანას, არამედ ის, რაც ვენეციის კომისიამ თქვა კომპლექსური მიდგომა ბევრს სხვადასხვა საკითხებში. პრაქტიკულად ქურდულად ჩაატარეს კენჭისყრა. ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა თუ ყველამ დატოვა დარბაზი, მერე უცებ ეს საკითხი შემოიტანეს განსახილველადაც და კენჭისსაყრელადაც, რამე საამაყოს რომ აკეთებდნენ ასე არ მოიქცეოდნენ" - ამბობს დავით უსუფაშვილი.

ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის უმწვავესი  დასკვნის მიუხედავად დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა. ევროპის საბჭოს იურისტების ჯგუფის გაფრთხილების მიუხედავად რომ საშიში კანონი არ მიეღოთ, კანონპროექტი ხელისუფლებამ  კენჭისყრაზე დემონსტრაციულად  დასკვნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მაინც  გაიტანა, თანაც იმ დროს როდესაც სხდომათა დარბაზში ოპოზიცია აღარ იმყოფებოდა.

 

მსგავსი სიახლეები