ღმერთი ზემოდან იყურება, ბოლოს ოცნებაზე გავრცელდება მათ მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი - ხვიჩია
ღმერთი ზემოდან იყურება, ბოლოს ქართულ ოცნებაზე გავრცელდება მათ მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი - განცხადება "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ხვიჩია მმართველ პარტიას ურჩევს შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა:
"ღმერთი ზემოდან იყურება, ასეთი რაღაცა არ დარჩება დაუსჯელი და ბოლოს ისე მოხდება, რომ ქართულ ოცნებაზე გავრცელდება დეოლიგარქიზაციის მათ მიერ მიღებული კანონი, ამიტომ ვურჩევდი, რომ შეწყვიტონ ეს განხილვა არ გვჭირდება ჩვენ ეს კანონი ქართველებს, არაფერში" - ამბობს იაგო ხვიჩია.
ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას დაჩქარებული წესით განხილვითა და მეორე მოსმენით დამტკიცებით უპასუხა.
იმის მიუხედავად, რომ ვენეციის კომისია დასკვნაში სახელისუფლებო გუნდს მოუწოდებდა, უარი ეთქვა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დამტკიცებაზე და რეკომენდაცია იყო, რომ ოლიგარქიულ გავლენებთან საბრძოლველად სისტემური ზომები გაეტარებინა, მმართველმა გუნდმა საპირისპირო გააკეთა.
მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღის ბოლოს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტის ვეტო დაძლია და დარბაზში რეალურად ოპოზიციის წარმომადგენლები თითქმის აღარ იყვნენ.