დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს - ალუდა ღუდუშაური
დავით არახამიას გზავნილმა "ქართული ოცნება" გააღიზიანა. საქმე ეხება უკრაინელი მაღალჩინოსნის "ფეისბუქპოსტს", სადაც მან საქართელოს ხელისუფლებას ურჩია, კანადის მაგალითი გაიზიაროს და რუსული აქტივები გაყინოს.
სახელიწსუფლებო გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს.
დავით არახამიას ვურჩევდი, სანამ საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მითუმეტეს, ასეთ მტკიცებით ფორმაში გამოვა და ჭკუის დამრიგებლობას დაგვიწყებს, იქნებ ეს გვითხრას ქართულად. მისი ცალკეული შეფასებები, მისი სუბიექტური მოსაზრებები ყველასთის არის კარგად ცნობილი, აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.