რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს - სახდეპი

14.06.23 13:04
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს - სახდეპი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს, მაგრამ რუსეთს გაურთულებს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას - ამის შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო და შემოსავლების სამსახური და ეროვნული ბანკი, შესანიშნავი პარტნიორები არიან და გვჯერა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მცდელობებს გვერდი აუაროს სანქციებს. სანქციები მეტად ეფექტურია, როდესაც ბადეში არ არის ხვრელები, რომლებიც კრემლზე ზეწოლას ხსნის. ამ სანქციების სრულად აღსრულება არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი ომის გაგრძელებას გაურთულებს“ - აცხადებს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით პასუხში შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები