გაჭმევთ ამას! - მამუკა მდინარაძემ გადმოყრილი რუბლები ოპოზიციას შეაყარა (ვიდეო)
ხმაური პარლამენტში - რუბლების გადმოყრამ "ოცნება" იმდენად გააღიზიანა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ კუპიურები აიღო და ოპოზიციას შეაყარა.
"გაჭმევთ ამ რუბლებს"- ყვიროდა მმართველი პარტიის ლიდერი.
"ეს რუბლები მიუტანეთ ხოშტარიას" - ისმის საკანონმდებლო ორგანოში.
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
შშმ პირის მშობელმა "ოცნების" დეპუტატებს ცოტა ხნის წინ, რუბლები გადმოაყარა.
მსგავსი სიახლეები
07.10.26 11:27
ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის საბოლოო გაქრობის რისკს ქმნის - SJC
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიცირება ქმნის რისკს, რომ დემოკრატიის დაცვისთვის შექმნილი მექანიზმი პოლიტიკური პლურალიზმის საბოლოოდ გაქრობის დასკვნით ინსტრუმენტად იქცეს