"დედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ" - მდინარაძე ოპოზიციას დაუპირიპირდა
პარლამენტში დაპირისპირება მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც სხდომათა დარბაზიდან კამერები გაიყვანეს - განსაკუთრებით გაღიზიანდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.
"დედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ" - ამბობს მდინარაძე დეპუტატ ანა წითლიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
კადრებში ისმის შეძახილები "რუსებო", რაზეც მდინარაძე მწვავედ რეაგირებს და ოპოზიციას "მოღალატეებს" უწოდებს.
მე ასე ვიზამ და ყველამ სათითაოდ დაიმახსოვრეთ. როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ, დედას შევიგინები - რუსს როგორც კი ახსენებთ. დედას შევიგინები, მოღალატეს ახსენებთ თუ არა, ეგრევე. იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. აგერ, დევი ჭანკოტაძე ხომ არის, მან თქვას: თქვი, აბა, რეზოლუციით ომის დაწყება დაგაბრალეს თუ არა? თქვენ ხართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები, მე ასე გეუბნებით და თქვენ რომ იტყვით, მერე რა პასუხს გაგცემთ, გაიგებთ"- ამბობს მდინარაძე.