განაცხადი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ - სააკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

16.06.23 20:00
განაცხადი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ - სააკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

სააკაშვილი ქართულ  პოლიტიკაში ბრუნდება. ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე აჭარის უმაღლეს საბჭოში - წერს მესამე პრეზიდენტი "ვივა-მედიდან".  ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მძიმე ჯანმრთლეობის მდგომარეობის მიუხედავად, ის სასამართლო პროცესებზეც აპირებს დასწრებას. 

სააკაშვილის დაბრუნებას "ქართული ოცნება"  არ ელოდა. ჯერ იყო ცინიკური განცხადებები, რომელიც მალე უფრო სერიოზული კომენტარებით შეიცვალა. ხელისუფლება სამართლებრივ ბერკეტებს იშველიებს. "ჯერ მოქალაქეობა დაიბრუნოს და მერე ჩაერთოს პოლიტიკაში"  - პასუხობენ "ოცნების" ლიდერები "ვივა-მედში" გამოკეტილ პრეზიდენტს. ფაქტია, რომ პატიმარი პრეზიდენტის განცხადება ხელისუფლებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.