"ძალა ერთობაშია" - ამერიკის ელჩის მიმართვა ქართულად
"ძალა ერთობაშია" - ქართულად მიმართვით დაასრულა ამერიკის ელჩმა საუბარი ჟურნალისტებთან. კელი დეგნანმა ევროკომისიის მიერ დაკისრებულ 12 რეკომენდაციაზე და რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის შეერთებული შტატების მზაობას, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით.
ამერიკის ელჩი პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ახლა გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რადგან თვლის, რომ ახლა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში გაწევრიანების.
ახლა არის დრო ქართელებისთვის რომ ერთად დადგნენ, რომ მართლაც შეასრულონ ლოზუნგი - ძალა ერთობაშია. რთული არ არის, რომ ერთმანეთს მოუსმინონ და განსხვავებული აზრი მიიღონ,“ - ამბობს ამერიკის ელჩი.