ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

24.05.21 13:37
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე - ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას "ლელოს" წევრს ლევან სამუშიასა და მმართველი პარტიის წარმომადგენლ  ალუდა ღუდუშაურს  შორის შეკამათება არაერთხელ მოხდა. 

სამუშიას მანდატურის სამსახური დარბაზიდან გაძევებით არაერთხელ დაემუქრა.

სამუშიამ თქვა, რომ ხელისუფლებამ 19 ივნისს სისხლიანი ღამე მოაწყო და ახლა საკუთარი გუნდის გადასარჩენად ამნისტიას ახორციელებს. ღუდუშაურმა სამუშიას მიმართა, დარბაზი დაეტოვებინა. 

საბოლოოს ჯამში, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.