რატომ შემოდიან და რამდენ ხანს აპირებენ დარჩენას რუსეთის მოქალაქეები საქართველოში - CRRC-ის კვლევა
პუტინი ქართველ მებრძოლებს შურისძიებით ემუქრება, თავად კი ამ დროს მოქალაქეები ქვეყნიდან გაურბიან. სწორედ ეს შედეგი აჩვენა უახლესმა კვლევამ, რომელიც კავკასიის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.
რა მიზანს ემსახურება და რატომ შემოდიან უკონტროლოდ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში? როგორც გაირკვა აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები ყველაზე მეტად პუტინს არ ენდობიან, ნაწილი სამხედრო მობილიზაციას გამოექცა, ნაწილმაც ჩვენს ქვეყნაში განუსაზღვრელი ვადით ცხოვრება მხოლოდ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ეს მათთვის უსაფრთხო ქვეყანაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე დაინტერესედა რამდენი ხნით აპირებენ რუსი მოქალაქეები საქართველოში დარჩენას. ისინი ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ წელზე მეტ ხანს გაჩერდებიან, რადგან აქ სამუშაო ადგილები აქვთ, ნაწილმა კი არ იცის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ძირითადად რუსეთის დატოვების მიზეზად ასახელებენ პოლიტიკურ სიტუაციას რუსეთში და უკრაინასტან ომს, ასევე სამხედრო მობილიზაციას. რაც შეეხება საქართველო რატომ ამოირჩიეს მაინცდამაინც, ძირითად მიზეზებს შორის ასახელებენ უსაფრთხოებას. ყოველი 3 გამოკითხულიდან ორი ამბობს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მიმართ, დაახლოებით 10-დან 8 ამბობს საკმაოდ ან ძალიან უსაფრთხოდ გრძნობს თავს". - ამბობენ კავკასიის კვლევით ცენტრში.
კვლევის მიხედვით, სულ გამოკითხულ იქნა 1008 რუსეთის მოქალაქე.