თავდასხმა ხაბეიშვილზე და არცერთი დაკავებული - ენმ-ს ლიდერს "ოცნების" აქტივისტები და საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ

30.06.23 20:09
თავდასხმა ხაბეიშვილზე და არცერთი დაკავებული - ენმ-ს ლიდერს "ოცნების" აქტივისტები და საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ

ქვებით შეიარაღებული საჯარო მოხელეების ალყაში მყოფი ოპოზიცია. კასპში ჩასულ  ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს  ჯერ ჩაუსაფრდნენ,  აგინეს, ესროლეს ქვები, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით,  შემდეგ კი  ანგარიშსწორების გაგრძელებისთვის იმ სახლთან ელოდებოდნენ, სადაც ხაბეიშვილი მხარდამჭერებს ხვდებოდა.  შეტაკებები ქვებით და მუშტებით. საჯარო მოხელეების რაზმის გასანეიტრალებლად პოლიცია ადგილზე მხოლოდ სამი საათის შემდეგ მივიდა. 

იდენტიფიცირებულია ყველა საჯარო მოხელე, ვინც ოცნებამ  პოლიტიკური  ანგარიშსწორების მიზნით ქუჩაში,  სამუშაო საათებში  გამოიყვანა.  კასპი, გორი, ხაშური- ადგილზე იყო თითქმის მთელი შიდა ქართლი. დამატებით ძალა საგანგებოდ ჩაიყვანეს თბილისიდანაც.  ადამიანი, ვინც  გიორგი გაბუნიას პუტინის გინების გამო ანგარიშსწორებისთვის ემუქრებოდა, დღეს ოპონენტებს ქვებს კასპში ესროდა. თავდამსხმელების მიერ ჩადენილ დანაშაულებს მთელი ქვეყანა  პირდაპირ ეთერში უყურებდა. მოახდინა თუ არა რაიმე რეაგირება  გომელაურის უწყებამ?

თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე - დეტალები რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში 

 

მსგავსი სიახლეები