მიშა კი არ არის ბიძინას მძევალი, ვერ ატყობთ უკვე, რომ ბიძინა ხდება მიშას მძევალი? - გუბაზ სანიკიძე

„უკრაინა ითხოვს მათი მოქალაქის გადაცემას და თან ითხოვენ გარკვეული მიზეზების გამო და ეს მიზეზები არის ქვა და რკინა - ის, რომ კაცი არის განახევრებული და სიკვდილის პირას მიყვანილი,“ - ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ეშინია.
პროვოკაციული რა - ჯარს გაუძღვება მიშა თუ მოსკოვზე ილაშქებს - არ უნდათ გარეთ, ყველა ვარიაციის ეშინიათ - უკრაინაში, პოლონეთში გაშვების, საქართველოში გამოშვების. მისი სიკვდილისაც ეშინიათ - მიშა კი არ არის ბიძინას მძევალი, ვერ ატყობთ, უკვე, რომ ბიძინა ხდება მიშას მძევალი?.. დინოზავრების ვერსიას აწვებიან ისევ, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, წაგვაგებინა და პროვოცირება გაუკეთა ღვთისნიერ პუტინს... სწორი იქნება სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და უკრაინაში გაშვება. ბევრი არგუმენტაცია აქვს ოცნებას რატომ ჰყავს დაჭერილი - თავის ბირთვული ამომრჩევლისთვის, იგივე პუტინისთვის. ქოცები არ მალავენ, რომ მიშა სააკაშვილი რომ გაუშვან, შეიძლება რუსებმა ომი დაიწყონ, აქედან დასკვნა, რომ რუსების მონები არიან, ანუ რუსები, რასაც უკარნახებენ, ის უნდა გააკეთონ,“ - ამბობს გუბაზ სანიკიძე.
რატომ არ უშვებს ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ - გუბაზ სანიკიძის თქმით, მმართველ გუნდს რამდენიმე მიზეზი აქვს, რის გამოც, ტოვებს სააკაშვილს ციხეში.