აქვს თუ არა პრეზიდენტს ოლიგარქ ივანიშვილთან კომუნიკაცია - ალექსანდრე კრევო-ასათიანის განმარტება

18.07.23 16:59
აქვს თუ არა პრეზიდენტს ოლიგარქ ივანიშვილთან კომუნიკაცია - ალექსანდრე კრევო-ასათიანის განმარტება

აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს კომუნიკაცია ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" გადასული ალექსანდრე კრევო-ასათიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე ეკონტაქტებოდა.

ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილს დაპირისპირება აქვს ქვეყნის პრემიერთან, რადგან "ქართული ოცნება" პრორუსულ კურსზე გადავიდა. 

პრეზიდენტობის პირველ წლებში ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან და ამართლებდა იმით, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ რაც მიმუშავია ქალბატონ სალომესთან, ვიცი, რომ დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. ფაქტი არის, რომ უფრო პრემიერთან და მთავრობასთან აქვს დაპირისპირება. "ქართული ოცნება" გახდა ღიად ანტიდასავლური ძალა, შეიძლება სალომე ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, რაღაც გადაწყვეტილებებში არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ის სულსა და გულში არის პროევროპელი პრეზიდენტი და ახლა, როცა მთავრობა ჰყავს, რომელიც ღიად ანტიდასავლურია და უფრო ხშირად რუსეთის პოზიციას იზიარებს იზიარებს, ვიდრე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მისთვის მიუღებელია. "ქართული ოცნება" ვერ იტანს, როცა რაღაცას ვერ აკონტროლებს,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.