კაფე-ბარების მფლობელებს გარე კონსტრუქციების მოსაშლელად ვადა დღეს ეწურებათ
ხვალ დილამდე აღმაშენებლის გამზირი თავისუფალი უნდა იყოს. მერიის მიერ მიცემული ვადა დღეს იწურება. კაფე-ბარების მფლობელებმა უკვე დაიწყეს გარე კონსტრუქციების დემონტაჟი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მერიის შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ.
თუმცა გზასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის ხმაურია, რომელიც კაფეებიდან დილამდე ისმის. თავისი არგუმენტები აქვს ბიზნეს სექტორსაც, რომელსაც ჯერ მისცეს უფლება გარე სივრცეები მოეწყო, ახლა კი უკრძალავენ. არ არის გამორიცხული აღმაშენებელზე მდებარე კაფეების ნაწილი საერთოდ დაიხუროს.