ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება - მიშელი
„ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“, - ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე გააკეთა.
როდის გაიზრდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების რაოდენობა, ამასთან დაკავშირებით მიშელმა შესაძლო გაფართოების თარიღად 2030 წელი დაასახელა.
გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.