დღეიდან პარტიებს ფულს "ოცნება" დაითვლის - ოპოზიცია ხელისუფლების "ტერორზე" საუბრობს

01.09.23 14:07
დღეიდან პარტიებს ფულს "ოცნება" დაითვლის - ოპოზიცია ხელისუფლების "ტერორზე" საუბრობს

დღეიდან ოპოზიციის ფულს "ქართული ოცნება" დაითვლის.  გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მმართველ პარტიას კონკურენტები სრულ კონტროლზე აჰყავს. ამ წუთიდან ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია, ფინანსური ანგარიში წარუდგინოს ბიუროს, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილს ექვმდებარება.

ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა ტრანზაქცია აინტერესებს: შემოსავლებით დაწყებული და მივლინებებში დახარჯული თანხით დასრულებული.

ოპოზიცია კონტროლის ახალ მექაზმს "ტერორს" უწოდებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ რეკომენდაციების თანახმად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება უნდა შექმნილიყო, თუმცა "ოცნებამ" ეს უწყება პრემიერს დაუქვემდებარა. 

საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრიც არ გამოდის, მაგრამ ფინანსური მონიტორინგის ნაწილში, თითქოს პარტიებში დიდი კორუფცია ხდებოდეს, მისცეს ამას ერთგვარი გამოძიების ფუნქციის. რეკომენდაციაში პირდაპირ გვეწერა, რომ უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება საგამოძიებო ფუნქციებით, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა უწყება, დაქვემდებარებული ღარიბაშვილთან საგამოძიებო ფუნქციების გარეშე და პარტიების მონიტორინგის, ფინანსური მონიტორინგის ნაწილში მისცეს გარკვეული ფუნქციები,  - ამბობს პაატა მანჯგალაძე.